top of page

ვია ქონსალტმა AI კონსულტირების მიმართულებით საერთაშორისო შეხვედრა გამართა

18 სექტემბერი  2025

საკონსულტაციო კომპანია „Via Consult“-მა, თავისი საქმიანობის ფარგლებში, Zoom პლატფორმაზე სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) კონსულტირების გამოცდილების გაზიარებას მიეძღვნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის AI კონსულტანტებმა და ტექნოლოგიურმა ექსპერტებმა.

შეხვედრის მიზანი იყო დარგის უახლესი ტენდენციების განხილვა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა.

​​

დისკუსიის მთავარი თემები შეეხებოდა AI-ის სტრატეგიულ დანერგვას ბიზნესსა და საჯარო სექტორში, ეთიკური ჩარჩოების შექმნას, მულტიკულტურალურ გუნდებში თანამშრომლობის გამოწვევებსა და უპირატესობებს, ასევე იმ გზებს, როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა გააუმჯობესოს ორგანიზაციული გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „AI-first“ მენეჯმენტის მიდგომას, რომელიც ბიზნესის ტრანსფორმაციას ტექნოლოგიების გარშემო აყალიბებს.

„Via Consult“-ი აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს AI კონსულტირების სფეროში მაღალი ხარისხის, ეთიკურად გამართული და შედეგზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვა.​​​

IMG_3091.jpeg
1694099720-zoom-shutterstock-2114844593.jpg.webp

© 2025 Via Consult
All Right Reserved

1.png
bottom of page