18 აპრილი 2024
ტრენინგი, რომელსაც Via Consult- ის კვალიფიციური ტრენერი უძღვებოდა, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. სესიები მოიცავდა ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დროის მართვის თანამედროვე ტექნიკები, ეფექტიანი კომუნიკაცია და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები, გუნდური მუშაობის გაუმჯობესება და შიდა პროცესების ოპტიმიზაცია.
ტრენინგის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად იქცა მომსახურების უნიფიცირებული სტანდარტის შემუშავება. პროცესი Via Consult- ის მეთოდოლოგიით წარიმართა, რაც უზრუნველყოფდა "კერხერის" გუნდის მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მიერვე საუკეთესო პრაქტიკების იდენტიფიცირებას. შედეგად, შეიქმნა პრაქტიკული დოკუმენტი, რომელიც "კერხერის" ბრენდის მაღალი ხარისხის შესაბამის, მაღალი დონის მომსახურებას უზრუნველყოფს.
მოხარულები ვართ, რომ საშუალება მოგვეცა, ჩვენი გამოცდილება გაგვეზიარებინა ისეთი ლიდერი კომპანიისთვის, როგორიც "კერხერია". ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ისეთი პრაქტიკული ინსტრუმენტების შექმნა, როგორსაც ახალი მომსახურების სტანდარტი წარმოადგენს.


